ჩოგბურთი

12:01 | 16.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფერერი ფონინის წინააღმდეგ

 არგენტინის დედაქალაქის ბუენოს აირესის Copa Claro-ს ტურნირის ნახევარფინალში შეჯიბრების მოქმედმა ჩემპიონმა დავიდ ფერერმა დამაჯერებლად დაამარცხა თანამემამულე ნიკოლას ალმაგრო 6:4, 6:2 და ტიტულის შესანარჩუნებლად იტალიელ ფაბიო ფონინის შეხვდება. აპენინელმა ნახევარფინალში ესპანელ ტომი რობრედოს 3:6, 7:5, 6:3 მოუგო.

ალმაგროს დასამარცხებლად რეიტინგსიის მეხუთე ნომერ ფერერს საათი და 26 წუთი ეყო. 31 წლის დავიდმა 4 ბრეიკი შეასრულა, ეისი კი მატჩის მსვლელობისას არ განუხორციელებია. კარიერის განმავლობაში ფერერი 15-ედ შეხვდა ალმაგროს და მასთან დაპირისპირებისას ჯერჯერობით მარცხი არ განუცდია.

ფონინისა და რობრედოს ურთიერთშეხვედრათა ბალანსს რაც შეეხება, ბუენოს აირესში ფაბიომ ტომისთან ანგარიში გააყაიმა - 4:4.  

ბუენოს აირესის ტურნირის საპრიზო ფონდი 488890 დოლარია.

0.117922