არაბთა გაერთიანებული საემიროების აბუ დაბის Mubadala World Tennis Championship-ის საგამოფენო ტურნირის პირველი ფინალისტი დავიდ ფერერი გახდა, რომელმაც რეიტინგსიის ლიდერ რაფა ნადალს 2 სეტით, 6:4, 6:4 მოუგო. ფინალში ფერერი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ფრანგ ჟო ვილფრიდ ცონგას შორის მოგებულს შეხვდება.
მეხუთე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში შოტლანდიელმა ენდი მარეიმ შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკას 6:3, 6:4 სძლია და შემდეგი კომენტარი გააკეთა: “სადღეისოდ თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, ვიდრე რამდენიმე თვის წინათ. სათამაშო პრაქტიკა მაკლია. მატჩებს ვერანაირი ინტენსივობის ვარჯიში ვერ შეცვლის. აბუ დაბიში 2 მატჩი ჩავატარე, რომელთაც დიდი სამსახური გამიწიეს. ვიმედოვნებ, თამაშის ხარისხს თანდათან გავაუმჯობესებ”.
შეგახსენებთ, გუშინ ოპერაციის შემდეგ მარეიმ პირველი მატჩი ჩაატარა და ცონგასთან 5:7, 3:6 წააგო.