ჩოგბურთი

12:33 | 17.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფერერი ექიმების ვერდიქტის მოლოდინში

 

შესაძლოა უიმბლდონის მომავალმა გათამაშებამ სადღეისოდ რეიტინგში მეშვიდე პოზიციაზე მყოფი ესპანელის, დავიდ ფერერის გარეშე ჩაიაროს. ვალენსიელი ჰოლანდიის ჰერტოგენბოშის Topshelf Open-ზე შეუძლოდ ყოფნის გამო არ იასპარეზებს და ჯანმრთელობის გამო მისი უიმბლდონზე გამოსვლაც სათუოა.

“ჯერჯერობით არ ვიცი, გამოვალ თუ არა ლონდონში. 10 დღეა კუჭი მაწუხებს და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ექიმები რას მეტყვიან. მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას”, - ამბობს ფერერი.

შეგახსენებთ, უიმბლდონის შარშანდელ გათამაშეშებაში დავიდი მეოთხედფინალამდე გავიდა და ამ ეტაპზე არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან 2:6, 4:6, 6:7 წააგო.

0.065773