ფეხბურთი

15:58 | 14.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფერდინანდმა ტერის იდიოტი უწოდა

 

"ქუინზ პარკ რეინჯერსის" მცველ რიო ფერდინანდს ინგლისელმა ჟურნალისტებმა 2011 წლის ნოემბერში მომხდარი ფაქტი გაახსენეს, როდესაც ქპრ-სა და ლონდონის "ჩელსის" დაპირისპირებისას ჯონ ტერიმ მისი ძმა ანტონი რასისტული სიტყვებით შეამკო. ფერდინანდმა კი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ყოფილ თანაგუნდელზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ჩემთვის უდიდეს იდიოტად ჯონ ტერი დარჩება."

35 წლის ფეხბურთელის განცხადებით, აღნიშნული ფაქტის დავიწყება მისთვის და მისი ოჯახისთვის რთულია. "ტერისთან ამის შესახებ არც მისაუბრია და არც დაველაპარაკები. რთულია დაივიწყო მისი საქციელი. აღნიშნული ფაქტის გამო, დედაჩემი ძალიან განერვიულდა და საბოლოოდ ისე შეუძლოდ გახდა საავადმყოფოში წავიყვანეთ. ამ ინციდენტის შემდეგ ჩემი ბავშვობის მეგობარი ეშლი კოულიც დავკარგე, რომელმაც მხარი ტერის დაუჭირა" - განაცხადა ფერდინანდმა.

2011 წელს მომხდარი ინციდენტის გამო, ჯონ ტერის ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და 220000 გირვანქა სტერლინგითაც დააჯარიმეს.

გიორგი ბალახაძე

0.117725