ფეხბურთი

17:52 | 28.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფერდინანდი: “მრცხვენია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველი რიო ფერდინანდი აცხადებს, რომ გუნდის მიერ ბოლო დროს ნაჩვენები შედეგების გამო მას რცხვენია.

“სიმართლე გითხრათ, ჩვენი გუნდის ბოლოდროინდელი თამაშის გამო მრცხვენია. ასეთი წარუმატებლობების შემდეგ, არც ქუჩაში გასვლა მინდა და არც ტელევიზორის ჩართვა. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ხალხი ქუჩაში ჩემზე საუბარს იმის გამო იწყებს, რომ წავაგეთ. ასეთ პირობებში ცხოვრება ძალიან ძნელია.

იოლი არაა უყურო, როგორ იგებენ სხვა გუნდები ტიტულებს, რადგან “მანჩესტერი” უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლასაა მიჩვეული. თუმცა, ტიტული უნდა დაიმსახურო. მიმდინარე სეზონში ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ.” – ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერმა”, პრემიერლიგის ბოლო 2 საშინაო თამაში ერთი და იგივე ანგარიშით – 0:3 წააგო.

0.118224