ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, თურქული “ფენერბახჩე” მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველ დიეგოსთან კონტრაქტის გაფორმებას ეცდება. ამის შესახებ “ფენერბახჩეს” ოფიციალური საიტი იუწყება.
თურქები ოფიციალურად ადასტურებენ, რომ ბრაზილიელ პლეიმეიკერთან მოლაპარაკებები დაწყებულია. “ფენერბახჩეს” ხელმძღვანელები ნახევარმცველის აგენტს უკვე შეხვდნენ და წინასწარ შეთანხმებასაც მიაღწიეს.
აღსანიშნავია, რომ დიეგოს გადაბირება “სანტოსსა” და “ბეშიქთაშსაც” სურთ.