თურქულმა “ფენერბახჩემ” უეფას ჩემპიონთა ლიგის 2013-2014 წლების სეზონში თამაშის უფლება მოიპოვა. ამის შესახებ სტამბულელთა ოფიციალური საიტი იუწყება.
“ჩვენი უფლებებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. “ფენერბახჩე” პარასკევს გასამართ კენჭისყრაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს”, - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა აზიზ ილდირიმმა.
შეგახსენებთ, რომ “ფენერბახჩე” 2011 წელს გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალის გამო ისჯებოდა.