თამაშგარე

17:18 | 13.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფემენის წევრები დააკავეს

კიევის მილიციამ მოძრაობა “ფემენის” წევრები დააკავა, რომელთაც ევრო2012-ის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტრო აქციის მოწყობა სურდათ.
ნახევრად შიშველმა გოგონებმა ევროპის ჩემპიონატის უკრაინაში ჩატარების გამო თავიანთი უკმაყოფილება ხმამაღლა გამოხატეს. მოძრაობის წევრები ნაციონალურ სპორტულ კომპლექს “ოლიმპიისკიში” აპირებდნენ შეღწევას, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.
მილიციელებმა ადმინისტრაციული დარღვევის შესახებ ოქმის შესადგენად გოგონები რაიონულ განყოფილებაში მიიყვანეს, რის შემდეგაც გაათავისუფლებენ.
 

0.21994