თამაშგარე

14:23 | 6.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფელპსის საჯარო ცრემლები

საინტერესოა, თუ რამდენად სწორია მაიკლ ფელპსის გაიგივება მამაკაცურობასთან: მიუხედავად თავისი მიღწევებისა საცურაო აუზებში, მაიკლმა ხმელეთზე, ამერიკული ფეხბურთის სუპერბოულის თამაშზე, დედასთან ჩახუტებულმა საქვეყნოდ იტირა.
მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი, როგორც ჩანს, “ბალტიმორის“ (ამერიკული ფეხბურთის კლუბი) დიდი გულშემატკივარია. სწორედ მშობლიური გუნდის გასამხნევებლად, დედასთან ერთად მისულმა, ბალტიმორელების მოგებით აღტაცებულმა ფელპსმა სტადიონი სიხარულის ცრემლებით დანამა.
ფოტოები თამაშის დასასრულსაა გადაღებული, როდესაც “ბალტიმორმა“ “სან ფრანცისკოს“ მოუგო. სურათებს თუ ვენდობით, მაიკლს საკუთარი ემოციების კონტროლი არც ისე კარგად გამოსდის.
 

0.244083