თამაშგარე

17:21 | 25.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფელისიანო ლოპესი ძველ სიყვარულს დაუბრუნდა

ესპანელ ჩოგბურთელს, ფელისიანო ლოპესს, მისი ყოფილი შეყვარებული, არგენტინელი ლამაზმანი, ბელენ აველედო სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და ჩოგბურთელს საჯაროდ მოიხსენიებს სექსუალურ მანიაკად. ფელისიანო და ბელენ აველედო ერთმანეთს 2008 წელს, არგენტინაში, დევისის თასის მიმდინარეობისას შეხვდნენ და მათ შორის რომანიც მსწრაფლივ გაჩაღდა. ამის შემდეგ, პირინეელი ჩოგბურთელი არგენტინელ გოგონას ხშირად ხვდებოდა და მთელი 2009 და 2010 წელი, ბელენ აველედომ ესპანეთში, ფელისიანო ლოპესის მკლავებში გაატარა.
წყვილს შორის განხეთქილება მას შემდეგ დაიწყო, როცა ცნობილი გახდა, რომ ესპანელმა ჩოგბურთელმა ურთიერთობა თავის ძველ საყვარელთან, ესპანელ მარია ხოსე სუარეთან აღადგინა. ლოპესი სუარესს არგენტინელი ბელისიას გაცნობამდე ხვდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს საბედისწერო ესპანელი ქალი ჩოგბურთელზე მთელი 6 წლით უფროსია, როგორც ჩანს, ფელისიანომ მისი ტრფობა ვერა და ვერ ამოიგდო გულიდან.
როდესაც ფელისიანო ლოპესმა ძველ სატრფოსთან სასიყვარულო ურთიერთობა აღადგინა, იმ პერიოდში ბელენ აველედო ჯერ არ ჰყავდა მიტოვებული. ბელენის თქმით, სწორედ მაშინ დაიწყო ჩოგბურთელმა მისი ცემა და დამცირება. ქალი გვიან მიხვდა, რომ მისი სატრფოს გული ახლა უკვე სხვა ქალს ეკუთვნოდა და დრო იყო, ფელისიანო ლოპესს სასწრაფოს გასცლოდა. ახლა ბელენი თავისუფალი ქალია და ცნობილ ჩოგბურთელთან გატარებულ ცრემლიან დღეებს აღარავის უმალავს.

0.167193