ფეხბურთი

14:11 | 7.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფელაინის სამი თვე გაუცდება

ის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ბელგიელი ნახევარმცველი მარუან ფელაინი “სანდერლენდთან” მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა, შემთხვევითი არ აღმოჩნდა.

ბელგიური პრესის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელის არყოფნის მიზეზი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.

მარუანმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგაზე, დონეცკის “შახტართან” მატჩისას მიიღო. მას განმეორებითი სამედიცინო გამკვლევის ჩატარება მოუწევს, რათა მოედანზე დაბრუნების ზუსტი ვადები გახდეს ცნობილი.

voetbalnieuws.be-ს ვარაუდით, ფელაინის მკურნალობას, დაახლოებით სამი თვე დასჭირდება.

0.814378