“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მარუან ფელაინი ოპერაციას არა უახლოეს დღეებში, არამედ დეკემბერში გაიკეთებს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.
ფელაინიმ ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე “შახტართან” გამართულ მატჩში მიიღო. როგორც გაირკვა, ბელგიელს მყესები აქვს დაზიანებული. იყო მოლოდინი, რომ 25 წლის ნახევარმცევლი ოპერაციას მალევე გაიკეთებდა და დეკემბრამდე იუქმებდა, მაგრამ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მას ეროვნულ ნაკრებში უხმეს. ბოლო ინფორმაციით, ფელაინი “მანჩესტერის” უახლოეს მატჩებშიც ითამაშებს, ხოლო ოპერაციას დეკემბერში გაიკეთებს.