ფეხბურთი

18:20 | 23.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფელაინის კიდევ თვენახევარი გაუცდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ტრავმირებული ნახევარმცველი მარუან ფელაინი მოედანზე კიდევ დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში ვერ გავა. ბრიტანული პრესის ცნობით, ბელგიელი ზურგზე ოპერაციას გაიკეთებს.

“ფელაინის ზურგის პრობლემა აქვს და კლუბში გადაწყვიტეს, რომ ახლა ოპერაციისთვის შესაფერისი მომენტია. “მანჩესტერში”, ოპერაციის ზაფხულამდე გადადება სურდათ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის გამო, ფეხბურთელმა ქირურგიული ჩარევა დააჩქარა”, - განუცხადა Goal-ს “მანჩესტერის” შიდა სამზარეულოსთან დაახლოვებულმა პირმა.

აღსანიშნავია, რომ “მანჩესტერს” სულ მალე დაუბრუნდება ტრავმირებული მაიკლ კერიკი. ინგლისელი მოედანზე დაახლოებით ერთ კვირაში გავა.

 

0.114803