“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეული მარუან ფელაინი მიიჩნევს, რომ კრიშტიანუ რონალდუმ, “რეალთან” კონტრაქტის გახანგრძლივებით, შეცდომა დაუშვა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რონალდუს მომავალი გაურკვეველი იყო. პორტუგალიელმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის სამომავლოდ “მანჩესტერში” დაბრუნებაზე უარს არ იტყოდა. ცოტა ხნის წინათ კი, მან მადრიდელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
“ევერტონსა” და “მანჩესტერს” შორის დიდი სხვაობაა. აქ ყველა პირობა გაქვს შექმნილი იმისათვის, რომ როგორც ფეხბურთელმა, პროგრესი განიცადო.
ძალიან ტექნიკური და მაღალი დონის ფეხბურთელების გარემოცვაში მოვხვდი. მათ ჩემი სწრაფი ადაპტაციისთვის ყველაფერი გააკეთეს. თანაგუნდელები ჩემს ყველა კითხვას პასუხობდნენ. ისინი კოლექტივში ჩემი სწრაფი ინტეგრაციით იყვნენ დაინტერესებულნი.
რაც შეეხება რონალდუს, თუ მან გადაწყვიტა, რომ “მანჩესტერში” არ დაბრუნდეს, ეს მისთვის უარესი იქნება.” – ციტირებს ფელაინის სიტყვებს Daily Mail-ი.