ფეხბურთი

11:10 | 3.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფელაინი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელია

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვისთანავე ლივერპულის “ევერტონმა” ერთბაშად ხუთი ტრანსფერის განხორციელების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

კლუბის ოფიციალურმა საიტმა უწინარესად პასუხი გასცა სატრანსფერო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე დამაინტრიგებელ კითხვას - გადავა თუ არა მარუან ფელაინი “მანჩესტერ იუნაიტედში”. ცნობილი გახდა, რომ საბოლოოდ კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ლივერპულელთა 25 წლის ბელგიელი ლიდერი 27,5 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ “წითელ ეშმაკებს” შეუერთდა.

გუნდი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ანიჩებემ დატოვა. 25 წლის თავდამსხმელი კარიერას “ვესტ ბრომვიჩში” გააგრძელებს. ტრანსფერის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, ის შესაძლოა ექვს მილიონამდე გაიზარდოს.

“ევერტონმა” სამი ახალი მოთამაშე შეიძინა. ფორვარდი რომელუ ლუკაკუ და ნახევარმცველი გარეტ ბარი რობერტო მარტინესის გუნდს სეზონის ბოლომდე განათხოვრების წესით შეუერთდნენ. გარდა ამისა, ლივერპულელებმა “უიგანისგან” 13 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინეს ნახევარმცველი ჯეიმს მაკკარტი.

0.115334