ფეხბურთი

13:58 | 7.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფელაინი “ევერტონში” რჩება

ლივერპულის “ევერტონის” პრეზიდენტი ბილ კენრაიტი ბრიტანული გამოცემების მიერ ახლახან გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც კლუბის ბელგიელი თავდამსხმელის მარუან ფელაინის ლონდონის “არსენალში” გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია. კენრაიტის განცხადებით, ამ ტრანსფერზე მოლაპარაკებაც კი არ მიმდინარეობს.

“დაიწერა, რომ თურმე “არსენალში” გადადის და სატრანსფერო თანხაც კი დაკონკრეტდა. არადა ამ საკითხზე უბრალოდ სასაუბროც არაფერია. ფელაინი “ევერტონიდან” წასვლაზე არც კი ფიქრობს და ამის შესახებ პირადადაც მითხრა” – ციტირებს “ევერტონის” პრეზიდენტის სიტყვებს ერთ-ერთი ბრიტანული სააგენტო.

 


0.126122