ჩოგბურთი

21:01 | 5.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერს სიმონი შეხვდება

 

მადრიდში სტარტი აიღო “მასტერზ1000”-ის მორიგმა გათამაშებამ. ფავორიტები ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმებიან და მეოთხე ნომრად განთესილი როჯერ ფედერერის საწყისი მეტოქე რეიტინგსიის 28-ე ნომერი, ფრანგი ჟილ სიმონი იქნება. 29 წლის სიმონმა პირველ სტადიაზე თანამემამულე ბენუა პერს მოუგო.

სიმონისა და პერის მატჩი მხოლოდ 9 წუთს გაგრძელდა. ჟილმა ბრეიკი და ეისი შეასრულა, სეტში 2:0 დაწინაურდა და ბენუამ თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. სიმონისა და პერის ურთიერთშეხვედრების ანგარიში 3:2 გახდა ბენუას სასარგებლოდ.

მეორე წრეში გავიდა კიდევ ერთი ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა. საამისოდ მას ედუარდ როჟე-ვასლენთან 3 სეტის ჩატარება მოუხდა 6:3, 4:6, 6:3. “რთული მატჩი გამოვიდა. მეორე პარტიაში თავდაპირველად კარგად ვთამაშობდი, მაგრამ შემდეგ კონცენტრაცია დავკარგე და სეტის გადარჩენა ვეღარ შევძელი. მთავარი კი ისაა, რომ შეხვედრა მოვიგე”, - განაცხადა ცონგამ.

0.117285