მსოფლიო რეიტინგსიის მეოთხე ნომერმა როჯერ ფედერერმა უიმბლდონის სასტარტო მატჩში თანატოლ იტალიელ პაოლო ლორენცის 6:1, 6:1, 6:3 მოუგო. 32 წლის შვეიცარიელმა კლასიფიკაციაში 83-ე საფეხურზე მყოფ აპენინელს საათნახევარში სძლია და მეორე ეტაპზე ფრანგ ჟულიენ ბენეტოსა და ლუქსემბურგელ ჟილ მიულერს შორის მოგებულს შეხვდება.
ლორენცისთან დაპირისპირებისას ფედერერმა 6 ბრეიკი და 9 ეისი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ როჯერიცა და პაოლოც 32 წლისანი არიან და დიდი ხნის პროფესიული კარიერა აქვთ, კორტზე ერთმანეთს პირველად დღეს შეხვდნენ.
შეგახსენებთ, სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ჩემპიონ ფედერერს უიმბლდონზე 7-ჯერ (2003, 2004, 2004, 2005, 2006, 2009, 2012) უმარჯვია.