ჩოგბურთი

20:25 | 14.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის 300, ფერერის 150...

ცინცინატის “მასტერზ1000”-ის მეორე წრეში როჯერ ფედერერმა და დავიდ ფერერმა საიუბილეო გამარჯვებები იზეიმეს. 33 წლის შვეიცარიელმა  კანადელ ვაშეკ პოსპიშილს 7:6 (7:4), 5:7, 6:2 მოუგო და ამ რანგის ტურნირებზე 300-ედ იმარჯვა. ვეტერან ესპანელ ფერერს რაც შეეხება, მან 6:7 (4:7), 7:6 (7:4), 7:6 (7:4) გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი დაამარცხა და “მასტერზ1000”-ს შეჯიბრებებზე 150-ე მოგებას მიაღწია.

“მასტერზ1000”-ზე თითოეული მატჩის მოგება ძნელია, რადგანაც კლასიფიკაციის ტოპოცეულის და ტოპათეულის წარმომადგენლებთან გიწევს პაექრობა. ძალიან მიხარია, ამ მიჯნას რომ მივაღწიე”, - განაცხადა ფედერერმა.

 

0.113306