ჩოგბურთი

10:37 | 14.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ტიტულის დაცვას შეუდგა

სადღეისოდ პლანეტის მეხუთე ჩოგან როჯერ ფედერერს ცინცინატის “მასტერზ1000” სარეკორდო რაოდენობით, ხუთჯერ (2005, 2007, 2009, 2010, 2012) აქვს მოგებული და შვეიცარიელმა ტიტულის დაცვა ამჯერად მეორე წრეში 29 წლის გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერის დამარცხებით 6:3, 7:6 დაიწყო. ფედერერის სამესამეოწრეო მოწინააღმდეგეს კიდევ ერთი გერმანელის, ტომი ჰაასისა და ესპანელი მარსელ გრანოლიერსის პაექრობა გამოავლენს.

ფედერერისა და კოლშრაიბერის მატჩმა საათსა და 26 წუთს გასტანა. როჯერმა პირველი სეტი დამაჯერებლად დაიწყო და საქმე მოგებამდე მიიყვანა, მეორე პარტიაში კი ალემანმა შვეიცარიელს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ფედერერმა მხოლოდ ტაიბრეიკით მოახერხა ოპონენტის წინააღმდეგობის დაძლევა. 32 წლის როჯერმა 8 ეისი შეასრულა, კოლშრაიბერთან პირადი შეხვედრების ანგარიში კი 7:0 გახადა.

 

 

0.118385