ჩოგბურთი

12:03 | 18.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ფრანგს შეხვდება

 პლანეტის ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალში თეიმურაზ გაბაშვილის სამსეტიან მატჩში დამარცხების შემდეგ გავიდა - 6:2, 6:2, 6:3. დიდი სლემის ტურნირების 17-გზის ჩემპიონის მომდევნო მოწინააღმდეგე ფრანგი იქნება – მერვედფინალში როჯერი ჟილ სიმონისა და ჟო-ვილფრიდ ცონგას შორის მოგებულს შეხვდება.

გაბაშვილის დასამარცხებლად ფედერერს საათი და 41 წუთი დასჭირდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში 32 წლის შვეიცარიელმა 5 ბრეიკი და 6 ეისი განახორციელა, კარიერის განმავლობაში მეორედ შეხვდა თეიმურაზს და მეორედაც დაამარცხა.

“ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ერთნაირი სერიოზულობით ვემზადები. გაბაშვილის წინააღმდეგ 2007 წელს უიმბლდონის პირველ წრეში ვითამაშე. ამჯერად არ ვიცოდი, რა სტილით იასპარეზებდა იგი. შემიძლია ვთქვა, რომ გაბაშვილი იოლად არ თმობდა ქულებს, ბოლომდე იბრძოდა. მერვედფინალში ცონგასა და სიმონის შორის გამარჯვებულს შევხვდები. თუკი ეს ბარიერი გადავლახე, სავარაუდოდ, ენდი მარეისთან მომიწევს შებმა. რთული ბადე მაქვს, მაგრამ მთავარია საკუთარი თამაში ვაჩვენო და ამ შემთხევაში ოპონენტს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს”, - ფედერერი აქცენტს თავის გამოსვლაზე აკეთებს და არა მეტოქის ძლიერებაზე.

0.114469