ჩოგბურთი

20:25 | 20.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ექვსეულს მიღმა

ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის ორგანიზატორებმა მამაკაცთა ერთეულთა ტურნირის მონაწილენი განთესეს. პირველ-მეორე ადგილებზე წლის ბოლო სადიდსლემო ტურნირის 2011 და 2010 წლების ჩემპიონები ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფა ნადალი არიან. სერბი და ესპანელი ჩოგბურთელები სადღეისოდ რეიტინგსიასაც ლიდერობენ.

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში როჯერ ფედერერი დიდი სლემის ტურნირის განთესვისას სამეულს მიღმა აღმოჩნდა. შეგახსენებთ, შვეიცარიელს აშშ-ის ღია ჩემპიონატი ხუთჯერ აქვს მოგებული.

იმის გამო, რომ ნიუ იორკში ჟო-ვილფრის ცონგა, ჟილ სიმონი და მარინ ჩილიჩი არ იასპარეზებენ, რიშარ გასკე ტოპ-8-ის წარმომადგენელთა შორის მოხვდა, ფაბიო ფონინი ტოპ-16-ში განთესეს, ხოლო ერნესტს გულბისი, ჟულიენ ბენეტო და დმიტრი ტურსუნოვი – ტოპ-32-ში.

1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)

2. რაფა ნადალი (ესპანეთი)

3. ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი)

4. დავიდ ფერერი (ესპანეთი)

5. ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი)

6. ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა)

7. როჯერ ფედერერი (შვეიცარია)

8. რიშარ გასკე (საფრანგეთი)

9. სტანისლას ვავრინკა (შვეიცარია)

10. მილოშ რაონიჩი (კანადა)

11. კეი ნიშიკორი (იაპონია)

12. ტომი ჰაასი (გერმანია)

13. ჯონ იზნერი (აშშ)

14. იეჟი იანოვიჩი (პოლონეთი)

15. ნიკოლას ალმაგრო (ესპანეთი)

16. ფაბიო ფონინი (იტალია)

17. კევინ ანდერსონი (სამხრეთ აფრიკა)

18. იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი)

19 ტომი რობრედო (ესპანეთი)

20 ანდრეას სეპი (იტალია)

21. მიხაილ იუჟნი (რუსეთი)

22. ფილიპ კოლშრაიბერი (გერმანია)

23. ფელისიანო ლოპესი (ესპანეთი)

24. ბენუა პერი (საფრანგეთი)

25. გრიგორ დიმიტროვი (ბულგარეთი)    

26. სემ კუერი (აშშ)

27. ფერნანდო ვერდასკო (აშშ)

28. ხუან მონაკო (არგენტინა)

29. იურგენ მელცერი (ავსტრია)

30. ერნესტს გულბისი (ლატვია)

31. ჟულიენ ბენეტო (საფრანგეთი)

32. დმიტრი ტურსუნოვი

 

0.117481