ლილე გუმბერიძის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა ფედერაციის თასის გათამაშება 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკე გოგონათა შორის.
გამარჯვებულმა 9-დან 8 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ელენე წოწონავას, ხოლო მესამეზე 7 ქულით ნელი პავლიაშვილი გავიდა.
ამავე ასაკის ბიჭუნებს შორის ასევე ერთპიროვნულად იმარჯვა საბა ლომსაძემ 9-დან 7 ქულით. 6.5 ქულით მეორეა ნიკა კევლიშვილი. 6-6 ქულით III-IV ადგილები გაინაწილეს და კოეფიციენტთა ცხრილით შემდეგნაირად განლაგდნენ: 3. დავით სიბაშვილი და 4. დავით ცქიფურიშვილი.
დამატებითმა მაჩვენებლებმა გაარკვია 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის გამარჯვებულის ვინაობაც. 6.5 ქულით პირველი სამეული შემდეგნაირად განაწილდა: 1. თამარ ესაძე, 2. ნინო ჯალაღონია, 3. ნატა ჯიბუტი.
კოეფიციენტებმა გაარკვიეს გამარჯვებული 14 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორისაც: 1. რაკლი ახვლედიანი – 6.5 ქულა, 2. ნიკოლოზ ცომაია – 6.5 ქულა, 3. ნიკოლოზ პეტრიაშვილი – 6,5 ქულა.