ფეხბურთი

15:23 | 27.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ფახთაქორმა” მახარაძის გარეშე მოიგო

სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-3 ტურში, კაპანის “განძასარმა”, სადაც შოთა ჯიქია გამოდის, სტუმრად ერევნის “მიკასთან” 1:1 ითამაშა.

ქართველი თავდამსხმელი სასტარტოში არ იყო და თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო. სეზონის სტარტზე “განძასარმა” 4 ქულა მოაგროვა და 8 გუნდში მე-3 პოზიციაზეა.

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-17 ტურში, ტაშკენტის “ფახთაქორმა”, რომლის კაპიტანი კახა მახარაძეა, სტუმრად “გულისტანი” 3:2 დაამარცხა. ამჯერად, ქართველი ცენტრალური ნახევარმცველი 18-კაციან განაცხადში არ იყო, რაც ძალიან იშვიათად ხდება. “ფახთაქორს” 31 ქულა აქვს და 14 გუნდში მეოთხეა.

ლიტვის A ლიგის 26-ე ტურში, “ტაურასმა” საკუთარ მოედანზე “დაინავასთან” 0:4 წააგო. ირაკლი თვალავაძე მასპინძლების 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდა. “ტაურასს” 4 ქულა აქვს და 9-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოა.


0.127805