ფეხბურთი

21:41 | 17.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფავორიტებმა წარმატებით დაიწყეს

პრემიერლიგის მეორე დღე “ენფილდ როუდზე” დაიწყო. “ლივერპული” “საუთჰემპტონს” ხვდებოდა, საიდანაც სატრანსფერო პერიოდში სამი ლიდერი გადმოიყვანა. ბევრისთვის მოულოდნელად, რონალდ კუმანის გუნდმა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და შეიძლება ითქვას, “წმინდანებს” არ გაუმართლათ უქულოდ რომ დარჩნენ.

გატანილ გოლამდე “ლივერპული” ფლობდა უპირატესობას, თუმცა მას შემდგომ, რაც 23-ე წუთზე ჰენდერსონის კარგი გადაცემის შედეგად, სტერლინგმა დააწინაურა გუნდი, ნელ-ნელა სათამაშო ინიციატივა სტუმრებს დაუთმეს. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმი “წმინდანებმა” აქტიურად დაიწყო, რასაც 56-ე წუთზე გოლი მოჰყვა. ტადიჩმა შესანიშნავად ითამაშა და დიდებული გადაცემა გაუკეთა კლაინს, რომელმაც უძლიერესი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში. გაშვებული გოლის შემდგომ, “ლივერპული” კვლავ გააქტიურდა, რამაც მალე შედეგი გამოიღო. 79-ე წუთზე სტარიჯმა მერსესაიდელები წინ გაიყვანა. სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ გამტყდარან და გასათანაბრებლად ყველაფერი გააკეთეს. მატჩის ბოლოს, “საუთჰემპტონს” ჩინებული შანსი ჰქონდა გოლის გატანისა, თუმცა შნეიდერლენის დარტყმული ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი, ლონგმა დაახლოებით ხუთი მეტრიდან ააცილა. მეტის გაკეთება “წმინდანებმა” ვეღარ შეძლეს და “ლივერპულმა” რთული გამარჯვება მოიპოვა.

წარმატებით აიღო სტარტი ქვეყნის ჩემპიონმა “მანჩესტერ სიტიმ”. ტურის ცენტრალურ მატჩში, “ქალაქელებმა” “ნიუკასლი” დაამარცხეს “სენტ ჯეიმს პარკზე”.

“სიტიმ” ორივე ტაიმში თითო-თითო გოლი აკმარა მეტოქეს და პირველი სამი ქულა მოიპოვა. ანგარიში დავიდ სილვამ გახსნა 39-ე წუთზე, რომელსაც ასისტენტობა ედინ ჯეკომ გაუწია.

მეორე ტაიმში “ნიუკასლი ბევრს ეცადა გათანებრებას, თუმცა არაფერი გამოუვიდა და მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე, სერხიო აგუერომ მატჩის საბოლოო წერტილი დასვა 0:2.

ცნობისთვის, “ნიუკასლმა” ბოლოს “სიტი” 2005 წელს დაამარცხა. მას შემდეგ, ეს კლუბები ერთმანეთს 16-ჯერ დაუპირისპირდნენ. საიდანაც, 13-ჯერ “ქალაქელებმა” იმარჯვეს, ხოლო 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა.


ლივერპული – საუთჰემპტონი 2:1 (1:0)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”.

ლივერპული (4-1-2-3): მინოლე, მანკილიო, შკრტელი, ლოვრენი, ჯონსონი, ჯერარდი, ჰენდერსონი, ლეივა (ალენი 63), კოუტინიო (ლამბერტი 76), სტერლინგი, სტარიჯი.

მწვრთვნელი: ბრენდან როჯერსი.

საუთეჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, ბერტრანი, იოშიდა, ფონტე, კლაინი, ვანიამა, შნეიდერლენი, დევისი (ისგრუვი 82), იარდ-პრუვსი, ტადიჩი (ლონგი 74), პელე.

მწვრთვნელი: რონალდ კუმანი.

გოლები: 1:0 სტერლინგი (23), 1:1 კლაინი (56), 2:1 სტარიჯი (79).

გაფრთხილებები: მანკილიო – შნეიდერლენი, დევისი.

მსაჯი: მარკ კლატენბურგი.

ბურთის ფლობა: 56-44%, დარტყმა: 12(5)-12(6), ჯარიმა: 8-11, კუთხური: 2-6, თამაშგარე: 2-2, სეივი: 5-3.


ნიუკასლი – სიტი 0:2 (0:1)

ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”.

ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, დუმეტი, ვილიამსონი, კოლოჩინი, ჯანმაატი, ანიტა (ობერტანი 63), კოლბეკი, სისოკო, გუფრანი (აარონსი 74), კაბელია, რივიერი (პერესი 83).

მწვრთვნელი: ალან პარდიუ.

სიტი (4-4-2): ჰარტი, კლიში, კოლაროვი, დემიჩელისი, კომპანი, ფერნანდო, ტურე, ნასრი (მილნერი 78), სილვა, იოვეტიჩი (ფერნანდინიო 73), ჯეკო (აგუერო 83).

მწვრთვნელი: მანუელ პელეგრინი.

გოლები: 39 სილვა (0:1), 92 აგუერო (0:2).

გაფრთხილებები:
ჯანმაატი – სილვა, დემიჩელისი, კოლაროვი, კომპანი, ფერნანდო.

მსაჯი: მარტინ ატკინსონი.

ბურთის ფლობა: 45-55%, დარტყმა: 12(0)-13(5), ჯარიმა: 8-11, კუთხური: 3-3, თამაშგარე: 0-0, სეივი: 3-0.  


ირაკლი ალიმბარაშვილი

0.130392