კალათბურთი

10:01 | 4.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფავორიტები წინ უდანაკარგოდ მიიწევენ

გრანადაში ესპანეთისა და საფრანგეთის მეოთხე ტურის მატჩს 8849 მაყურებელი დაესწრო მა ესპანელ ქომაგთა მოლოდინი გამართლდა. “ფურია როხამ” ევროპის მოქმედი ჩემპიონი დამაჯერებლად დაამარცხდა და ზედიზედ მეოთხედ მოიგო.

“სამფეროვნებმა” მოწინააღმდეგეს ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ პერიოდში გაუწიეს, დარჩენილ მეოთხედებში კი მუნდიალის მასპინძელთა დომინირება აშკარა გახლდათ. ფრანგებს პლეი ოფში გასასვლელად ბოლო ტურში ირანის დამარცხება მართებთ.

ესპანელთაგან ყველაზე შედეგიანები პაუ და მარკ გასოლები იყვნენ, აღსანიშნავია ხუან კარლოს ნავაროს 14 ქულაც. “ფურია როხას” შემადგენლობაში საიუბილეო, მეასე მატჩი ჩაატარა რიკი რუბიო და პირენელთა უკანახაზელს ურიგო სტატისტიკა არ ჰქონია (4ქ, 5პ, 3ჩ).

უპრობლემოდ მოიგო აშშ-ის ნაკრებმაც. “დრიმთიმ2014” მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორედ ასცდა 100 ქულიან ზღვარს.

მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში

გრანადა. ჯგუფი A

ესპანეთისაფრანგეთი 88:64 (22:19, 22:15, 21:16, 23:14)

ესპანეთი: პაუ გასოლი (17ქ, 6მ, 3ჩ), მარკ გასოლი (15ქ, 2დ), ნავარო (14მ, 3პ), იბაკა (10ქ, 8მ, 2დ), ლული (10ქ, 4პ), ფერნანდესი (8ქ, 5მ), რუბიო (4ქ, 5პ, 3ჩ), აბრინესი (2ქ), კალდერონი (2ქ), კლავერი (2ქ), რეიესი (2ქ), როდრიგესი (2ქ).

ბილბაო. ჯგუფი C

დომინიკააშშ 71:106 (22:25, 19:31, 11:25, 19:25) 

ჯგუფი A

1. ესპანეთი         4   4   0   351-241

2. ბრაზილია       4   3   1   288-268

3. სერბეთი          4   2   2   314-289

4. საფრანგეთი    4   2   2   295-281

5. ირანი               4   1   3   268-325

6. ეგვიპტე           4   0   4   246-358

ჯგუფი C

1. აშშ                4   4    0    416-274

2. უკრაინა       4   2    2    273-274

3. თურქეთი    4   2    2    288-308

4. დომინიკა    4   2    2    283-309

5. ზელანდია   4   1   3     280-311

6. ფინეთი        4   1   3     277-341 

0.150342