ფეხბურთი

18:01 | 13.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფათიჰ თერიმი: “შესანიშნავი ევროპული გუნდივით ვითამაშეთ”

 

თურქული “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელი ფათიჰ თერიმი, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, “შალკესთან” მოგებით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი დარჩა. 59 წლის სპეციალისტის თქმით, გელზენკირხენში გამართული მატჩის პირველ ტაიმში, მისმა გუნდმა ევროპული გრანდის შესაფერისი თამაში აჩვენა.

“ევროპის 8 საუკეთესო გუნდში მოვხვდით. ყველა თურქ გულშემატკივარს და “გალათასარაის” ქომაგს ზეიმის მიზეზი აქვს. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს, რათა გერმანიაში გამართული დაპირისპირება ეხილათ. ჩემს ფეხბურთელებს ვულოცავ.

მოთამაშეები, რომლებიც ცნობილნი არიან იმით, რომ ცოტას მოძრაობენ და ორთაბრძოლებში არ შედიან, დღეს, გუნდისთვის მთელი ძალით იბრძოდნენ. პირველ ტაიმში, შესანიშნავი ევროული გუნდივით ვთამაშობდით. პირველი გოლის გაშვებამდე გატანის 3 ძალიან კარგი შანსი გვქონდა.” – ციტირებს ფათიჰ თერიმის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

0.065161