ფეხბურთი

12:02 | 15.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფასიოსთვის “არსენალი” და “ლივერპული” იბრძვიან

ესპანური “სევილიას” მცველი ფედერიკო ფასიო ორი ინგლისური კლუბის – “ლივერპულისა” და “არსენალის” ინტერესთა სფეროში მოექცა. Estadio Deportes-ის ცნობით, ინგლისელები ტრანსფერის გაჩარხვას ზაფხულის სატრანსფერო სეზონში ეცდებიან. სადღეისოდ, კლუბები თავიანთ წინადადებებს ამზადებენ.

“ივნისში, არაერთი ვარიანტი გვექნება. ვფიქრობ, საუბარი ინგლისზეც იქნება, იტალიაზეც და გერმანიაზეც. არაა გამორიცხული, ფასიო ესპანეთში დარჩეს”, - განაცხადა არგენტინელი მცველის აგენტმა არიელ კაიპერშმიდმა.

აღსანიშნავია, რომ იანვრის სატრანსფერო სეზონში, ფასიოს შეძენა სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” სურდა, მაგრამ რუსებმა არგენტინელთან პირადი კონტრაქტის პირობები ვერ შეათანხმეს და ტრანსფერი ჩაიშალა.

 

0.11792