ფეხბურთი

16:16 | 24.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფასიო “ტოტენჰემში” გადავა

 

“სევილიას” ცენტრალური მცველი, ფედერიკო ფასიო, ლონდონის “ტოტენჰემს” შუერთდება. 

“სევილიას” მთავარმა მწვთნელმა, უნაი ემერიმ, “ვალენსიასთან” შეხვედრამდე განაცხადა, რომ არგენტინელი “დალაქებში” ვარჯიშობდა, მაგრამ ლა ლიგის მატჩში მონაწილებას დიდი ალბათობით არ მიიღებდა.

ასეც მოხდა. ფედერიკოს “ვალენსიასთან” ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფასიოს ტრანსფერი სულ მალე გაოფიციალურდება. “დეზებს” ტრანსფერი 8 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

27 წლის არგენტინელი “სევილიაში” 2007 წლიდან ირიცხება. მის ანგარიშზე, “დალაქების” რიგებში ჩატარებული 179 მატჩი და 14 გატანილი გოლია. 

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.115378