ფეხბურთი

14:04 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფარცვანია “ვოლინში” ისინჯება

კიევის “დინამოს” ყოფილი მცველი თემურ ფარცვანია უკრაინის პრემიერლიგაში მოასპარეზე ლუცკის “ვოლინში” ისინჯება.

ფარცვანიას, ისევე როგორც დავით იაშვილს, კიეველებთან კონტრაქტი ერთი თვის წინ ამოეწურა და მან გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. განვლილ სეზონში 22 წლის ფარცვანია ზაპოროჟიეს “მეტალურგში” იჯარით თამაშობდა და ხსენებულ კლუბში 11 მატჩი ჩაატარა.

ის საქართველოშია დაბადებულ-გაზრდილი და უკრაინაში საცხოვრებლად 2008 წელს გადავიდა. ფარცვანია უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატიც მოუგია. მას უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრებშიც უთამაშია.


0.121303