ფეხბურთი

13:09 | 1.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფარცვანია სამი კვირა ვერ ითამაშებს

ლუცკის “ვოლინის” ქართველი მცველი თემურ ფრაცვანია გუნდს სამი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამის შესახებ ფეხბურთელმა უკრაინულ მედიას თავად განუცხადა.

უკრაინის პრემიერლიგის 23-ე ტურში, დონეცკის “მეტალურგთან” სტუმრად მოგებულ (3:1) შეხვედრაში ფარცვანია 65-ე წუთზე შეცვალეს. სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ტრავმა ძალიან სერიოზული არ აღმოჩნდა, მაგრამ უკრაინული პასპორტის მქონე ქართველი გარკვეულ პერიოდს მაინც გააცდენს.

0.132819