მოსკოვის “ლუჟნიკიში” მიმდინარე მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ბრიტანელმა მო ფარამ, იამაიკელმა შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა და ამერიკელმა ლაშონ მერიტმა ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოიხვეჭეს.
სომალიური წარმოშობის 30 წლის ფარამ, რომელმაც შაბათს, მსოფლიო პირველობის პირველსავე დღეს, 10000 მეტრზე რბენაში იმარჯვა, დღეს უკვე 5000 მეტრიან დისტანციაზეც გაილაღა და ეთიოპელი კენენისა ბეკელეს შემდეგ მეორე სტაიერი გახდა, ამ დისტანციებზე დუბლი ოლიმპიადაზეც რომ შეუსრულებია და მსოფლიო ჩემპიონატზეც.
ბეკელემ ამას 2008 წლის პეკინის ოლიმპიადასა და 2009 წლის ბერლინის მსოფლიო პირველობაზე მიაღწია. ფარა კი, ვისაც 2011-ში, დეგუს მსოფლიო პირველობაზე 5000 მეტრზე რბენაში ოქროს, ხოლო 10000-ზე ვერცხლის მედალი მოეხვეჭა, ლონდონის ოლიმპიადაზე ორსავე მანძილზე უბადლო იყო და იმავის გამეორება არც მოსკოვში გასჭირვებია.
ერთადერთი, რაც ახლა მის ბრწყინვალე ტიტულატურას აკლია, მსოფლიო რეკორდსმენის წოდებაა.
დღევანდელ გარბენში ფარამ ძირითადი კონკურენტები – 19 წლის ეთიოპელი ჰაგოს გებრჰივეტი და 20 წლის კენიელი ისაია კიპლანგატ კოეჩი – უკანასკნელ 40-მეტრიან მონაკვეთზე განხორციელებული აჩქარებით ჩამოიტოვა.
26 წლის ფრეიზერ-პრაისმა, რომელმაც ორი წლის წინ დეგუში 100 მეტრზე რბენაში დაკარგული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ორშაბათს დაიბრუნა, დღეს 200 მეტრზეც იმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში მესამე ქალი გახდა, ერთ პირველობაზე სპრინტერული დუბლი რომ შეასრულა. აქამდე ამგვარი წარმატებისათვის მხოლოდ ორ გერმანელს – სილკე გლადიშსა (1987 წელს) და კატრინ კრაბეს (1991 წელს) – მიეღწიათ.
არავინ იცის, რა მოხდებოდა, ფრეიზერ-პრაისის უმთავრესი კონკურენტი, 200 მეტრზე რბენაში სამგზის (2005, 2007, 2009) მსოფლიო ჩემპიონი, 27 წლის ამერიკელი ელისონ ფელიქსი მოსახვევში მარჯვენა მუხლქვეშა მყესის დაზიანების გამო რომ არ დავარდნილიყო და ბრძოლა არ შეეწყვიტა. მაგრამ ის კი ცხადია, რომ თავად ფელიქსმა გაუშვა შანსი, გამხდარიყო ერთადერთი ცხრაგზის მსოფლიო ჩემპიონი მძლეოსნობაში.
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ნახსენები 3 ინდივიდუალური ოქროს გარდა ფელიქსს 5 ოქროს მედალი ასევე ესტაფეტებში აქვს მოგებული – 4X100-სა და 4X400-ზე 2007 წელს, 4X400-ზე 2009 წელს და 4X100-სა და 4X400-ზე 2011 წელს.
მის გარდა 8-გზის მსოფლიო ჩემპიონი მხოლოდ ორი დიადი ამერიკელია – კარლ ლიუსი და მაიკლ ჯონსონი.
ფელიქსი ასევე ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონია.
100 მეტრზე რბენაში ორგზის (2008 და 2012) ოლიმპიურ ჩემპიონ ფრეიზერ-პრაისის ანგარიშზე კი უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვეჭილი 4 ოქროს მედალია – 2009-ში მან 100 მეტრზე რბენის გარდა 4X100 მეტრზე ესტაფეტაშიც იმარჯვა.
მეორე ადგილი დღევანდელ გარბენში – ისევე როგორც ორშაბათს, 100 მეტრზე რბენაში – კოტდივუარელმა მიურელ აურემ დაიკავა. ბრინჯაოს მედალს კი 24 წლის ნიგერიელი ბლესინგ ოკაგბარე დაეუფლა, რომელმაც კვირას სიგრძეზე ხტომაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
კაცებში 4X400 მეტრზე ესტაფეტა, ზედიზედ მეხუთედ, ამერიკელებმა მოიგეს და 27 წლის ლაშონ მერიტმა, რომელმაც სამშაბათს 400 მეტრზე რბენაში სეზონის საუკეთესო შედეგით იმარჯვა, ამჯერად სეზონის საუკეთესო შედეგი თანაგუნდელებთან ერთად აჩვენა.
მასპინძლებმა, რუსებმა, დღეს ორი ოქროს მედალი მოიპოვეს – კაცებში სიგრძეზე ხტომასა და ქალთა შორის უროს ტყორცნაში.
კაც სიგრძეზე მხტომელთა შორის პირველობა არავის დაუთმო წლევანდელი სეზონის ლიდერმა, 22 წლის ალეკსანდრ მენკოვმა. კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურისკენ გზა მან სეზონის საუკეთესო შედეგით – 8,56 მეტრით – გაიკვალა. ეს მისი პირველი დიდი გამარჯვებაა და ისიც უნდა ითქვას, რომ ამ დისციპლინაში არც საბჭოელებს და არც რუსებს მსოფლიო ჩემპიონატზე არასოდეს უმარჯვიათ.
მეორე ადგილი 30 წლის განური წარმოშობის ჰოლანდიის მოქალაქემ იგნისიუს გაისამ დაიკავა, რომლისთვის ეს მსოფლიო ჩემპიონატზე ნაშოვნი მეორე ვერცხლია – პირველი მან ჰელსინკის 2005 წლის მსოფლიო პირველობაზე მოიპოვა. ბრინჯაო წილად ხვდა 26 წლის მექსიკელ ლუის ალბერტო რივერას.
მსოფლიოს ოთხგზის (2003, 2005, 2009, 2011) ჩემპიონი, 35 წლის ამერიკელი დუაიტ ფილიპსი 7,88-ით მხოლოდ მე-11 ადგილზე გავიდა.
ქალთა შორის უროს ტყორცნაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ტატიანა ლისენკომ იმარჯვა. შარშანდელი ოლიმპიადისა და წინა მსოფლიო პირველობის გამარჯვებულმა 29 წლის რუსმა ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდითა და ყველა დროის მეორე საუკეთესო შედეგით მოიხვეჭა – 78,80. ამაზე შორს ურო მხოლოდ გერმანელ ბეტი ჰაიდლერს უტყორცნია, რომლის მიერ 2011 წელს დამყარებული რეკორდიც 79,42 მეტრს უდრის.
მეორე ადგილი 28 წლის პოლონელმა ანიტა ვლოდარჩიკმა დაიკავა ასევე ბრწყინვალე, ყველა დროის მეოთხე საუკეთესო, შედეგით – 78,46. ვლოდარჩიკი ბერლინის 2009 წლის მსოფლიო პირველობის ჩემპიონია – იქ მან მსოფლიო რეკორდით (77,96) მოიგო.
კაც ბირთვის მკვრელთა შეჯიბრი კი, ისევე როგორც ორი წლის წინ დეგუში, ამჯერადაც დავიდ შტიორლის გამარჯვებით დასრულდა. 23 წლის გერმანელმა ბირთვი 21,73 მეტრზე გადააგდო და 16 სმ-ით აჯობა ამერიკელ რაიან უაიტინგს, შარშანდელი ჭერქვეშა მსოფლიო პირველობის გამარჯვებულს. მესამე ადგილზე წინა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი, 32 წლის კანადელი დილან არმსტრონგი გავიდა 21,54-ით.
2007 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 35 წლის ამერიკელი რიზ ჰოფა მეოთხე იყო, ხოლო ორგზის (2008 და 2012) ოლიმპიური ჩემპიონი, 31 წლის ტომაშ მაიევსკი, რომელიც წლეულს ისედაც არ ბწყინავდა, მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა.
მძლეოსნობა. მსოფლიო პირველობა. მოსკოვი. რუსეთი
16 აგვისტო
კაცები
ბირთვის კვრა
1. დავიდ შტიორლი (გერმანია) 21,73
2. რაიან უაიტინგი (აშშ) 21,57
3. დილანდ არმსტრონგი (კანადა) 21,54
სიგრძეზე ხტომა
1. ალეკსანდრ მენკოვი (რუსეთი) 8,56
2. იგნასიუს გაისა (ჰოლანდია) 8,29
3. ლუის ალბერტო რივერა (მექსიკა) 8,27
5000 მ.
1. მო ფარა (ბრიტანეთი) 13.26,98
2. ჰაგოს გებრჰივეტი (ეთიოპია) 13.27,26
3. ისაია კიპლანგატ კოეჩი (კენია) 13.27,26
4X400 მ. ესტაფეტა
1. აშშ (დევიდ ვერბურგი, ტონ მაკკუეი, არმან ჰოლი, ლაშონ მერიტი) 2.58,71
2. იამაიკა (რაშინ მაკდონალდი, ედინო სტილი, ომარ ჯონსონი, ჯეივონ ფრენსისი) 2.59,88
3. რუსეთი (მაკსიმ დილდინი, ლევ მოსინი, სერგეი პეტუხოვი, ვლადიმირ კრასნოვი) 2.59,90
ქალები
უროს ტყორცნა
1. ტატიანა ლისენკო (რუსეთი) 78,80
2. ანიტა ვლოდარჩიკი (პოლონეთი) 78,46
3. ჩჟან ვენსიუ (ჩინეთი) 75,58
200 მ.
1. შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი (იამაიკა) 22,17
2. მიურიელ აურე (კოტ დივუარი) 22,32
3. ბლესინგ ოკაგბარე (ნიგერია) 22,32
შაბათს, 17 აგვისტოს, მედლების 7 კომპლექტი შემდეგ დისციპლინებში გათამაშდება – კაცებში მარათონში, შუბის ტყორცნასა და 200 მეტრზე რბენაში, სადაც ყველა იამაიკელი უსეინ ბოლტის მორიგი შოუს მოლოდინშია, ხოლო ქალებში სიმაღლეზე ხტომაში, 5000 მეტრზე რბენაში, 100 მეტრზე თარჯრბენსა და 4X400 მეტრზე ესტაფეტაში.
საერთო ჩათვლა
1 |
|
აშშ |
5 |
9 |
2 |
16 |
2 |
|
რუსეთი |
5 |
3 |
3 |
11 |
3 |
|
კენია |
3 |
3 |
3 |
9 |
4 |
|
გერმანია |
3 |
2 |
1 |
6 |
5 |
|
იამაიკა |
3 |
1 |
1 |
5 |
6 |
|
დიდი ბრიტანეთი |
3 |
0 |
0 |
3 |
7 |
|
ეთიოპია |
2 |
2 |
2 |
6 |
8 |
|
უკრაინა |
2 |
0 |
1 |
3 |
9 |
|
პოლონეთი |
1 |
2 |
0 |
3 |
10 |
|
ჩეხეთი |
1 |
0 |
1 |
2 |
11 |
|
შვედეთი |
1 |
0 |
0 |
1 |
12 |
|
ახალი ზელანდია |
1 |
0 |
0 |
1 |
13 |
|
კოლუმბია |
1 |
0 |
0 |
1 |
14 |
|
ტრინიდადი და ტობაგო |
1 |
0 |
0 |
1 |
15 |
|
ირლანდია |
1 |
0 |
0 |
1 |
16 |
|
ხორვატია |
1 |
0 |
0 |
1 |
17 |
|
საფრანგეთი |
0 |
2 |
1 |
3 |
18 |
|
კოტ დივუარი |
0 |
2 |
0 |
2 |
19 |
|
ჩინეთი |
0 |
1 |
3 |
4 |
20 |
|
კანადა |
0 |
1 |
3 |
4 |
21 |
|
ჰოლანდია |
0 |
1 |
1 |
2 |
22 |
|
ნიგერია |
0 |
1 |
1 |
2 |
23 |
|
იტალია |
0 |
1 |
0 |
1 |
24 |
|
ბოტსვანა |
0 |
1 |
0 |
1 |
25 |
|
უნგრეთი |
0 |
1 |
0 |
1 |
26 |
|
ყატარი |
0 |
1 |
0 |
1 |
27 |
|
კუბა |
0 |
0 |
2 |
2 |
28 |
|
სერბეთი |
0 |
0 |
2 |
2 |
29 |
|
ჯიბუტი |
0 |
0 |
1 |
1 |
30 |
|
ესტონეთი |
0 |
0 |
1 |
1 |
31 |
|
იაპონია |
0 |
0 |
1 |
1 |
32 |
|
ავსტრალია |
0 |
0 |
1 |
1 |
33 |
|
დომინიკელთა რ-ა |
0 |
0 |
1 |
1 |
34 |
|
მექსიკა |
0 |
0 |
1 |
1 |
35 |
|
ესპანეთი |
0 |
0 |
1 |
1 |
სულ: |
34 |
34 |
34 |
102 |