ფეხბურთი

10:48 | 18.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფანები ვენგერს ტრანსფერებისკენ მოუწოდებენ

“ასტონ ვილასთან” ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში (1:3), ლონდონის “არსენალის” ქომაგებმა გუნდის თავკაც არსენ ვენგერს ტრანსფერებისკენ ღიად მოუწოდეს. Independent-ის ცნობით, მატჩის მიმდინარეობისას, ლონდონელებმა გადმოფინეს ბანერი, რომლითაც “მეთოფეთა” მხრიდან მეტი ფულის ხარჯვას მოითხოვდნენ.

სეზონის წინ ვენგერმა განაცხადა, რომ კლუბს ტრანსფერებისთვის 70 მილიონი გირვანქა სტერლინგი ჰქონდა, მაგრამ, ჯერჯერობით, ლონდონელებს თანხა არ დაუხარჯავთ. ამის გამო, ბანერებთან ერთად, ვენგერის მისამართით სტადიონზე მწვავე შეძახილებიც მრავლად იყო.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, ვენგერი ორიოდ სიტყვით გამოეხმაურა ფანების ქცევებს: “რა შემიძლია გიპასუხოთ? ეს ჩემი პირადი ფული არაა. შესაბამისად, ასე მარტივად ვერ ავიღებ და ვერ დავხარჯავ”.

 

0.112957