ჭადრაკი

11:30 | 7.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაიას მარცხი ლიდერთან

ნახიჭევანის საჭადრაკო ტურნირის 3 ტურის თავზე ერთპიროვნულად რუსი ალეკსანდრ შიმანოვი (2636) დაწინაურდა, რომელმაც თეთრი ფიგურებით ლევან ფანცულაია (2573) დაამარცხა და ეს უკანასკნელი 2.0 ქულით მე-13 პოზიციამდე დააქვეითა.

ქართველთაგან საუკეთესო შედეგი კონსტანტინე შანავას (2551) და ლუკა პაიჭაძეს (2535) გააჩნიათ. პირველი თეთრებით ტურნირის უმთავრეს ფავორიტ ანტონ კორობოვს (უკრაინა, 2696) დაუზავდა, მეორემ კი ასევე თეთრი ფიგურებით აზერბაიჯანელ ნიჯატ აღაიევს (2407) სძლია.

შედეგად, კოკამ და ლუკამ 2.5-2.5 ქულა მოაგროვეს და შესაბამისად, მე-3 და მე-9 პოზიციებზე იმყოფებიან.

ზედიზედ მე-2 გამარჯვება იზეიმა და 2.0 ქულით მე-19 საფეხურამდე აღზევდა გაიოზ ნიგალიძე (2536). საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ამჯერად შავებით აზერბაიჯანელ ურფან სევდიმალიევს (2354) აჯობა.

აზერბაიჯანული ტურნირის კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილე მერაბ გაგუნაშვილმა (2560) უკრაინელ ნატალია ჟუკოვასთან (2459) ყაიმი გააფორმა და 2.0 ქულით მე-6 ადგილზეა.

9 ტურად მიმდინარე შეჯიბრის მე-4 ტურში ფანცულაია და პაიჭაძე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, შანავა და გაგუნაშვილი შავებით, შესაბამისად, აზერბაიჯანელ რაუფ მამედოვს (2660) და თურქ მუჰამად დასტანს (2439) ეთამაშებიან, ხოლო ნიგალიძე თეთრებით აზერბაიჯანელ ისმაილი შაჰალიევს გაეჯიბრება.

0.119751