ფეხბურთი

0:29 | 13.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაიამ “ტორპედოს” ზედიზედ მეორე ბრინჯაო გაუფორმა

 

ეროვნული პირველობის მე-2 და მე-3 ადგილებზე მყოფი გუნდების დაპირისპირებას ქუთაისში უჩვეულოდ მცირე რაოდენობის გულშემატკივარი დაესწრო. ძნელია ამის უშუალო მიზეზებზე საუბარი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ქუთაისში 18:00 საათზე ორი საინტერესო სპორტული სანახაობა დაიწყო - საკალათბურთო სუპერლიგის მეოთხე ნახევარფინალური მატჩი და “ტორპედო”-“დილას” დაპირისპირება. ბუნებრივია, გულშემატკივართა რაოდენობა გაიყო. საკალათბურთო პაექრობა გადაჭედილ დარბაზში მიმდინარეობდა, საფეხბურთო მატჩს კი ათასამდე ქომაგი დაესწრო. ამას გულდაწყვეტით იმიტომ ვამბობთ, რომ სანახაობრივი თვალსაზრისით ნამდვილად კარგი შეხვედრა გამოდგა. უმჯობესი იქნებოდა, ეს ფაქტორი გაეთვალისწინებინათ ერთერთი სახეობის წარმომადგენლებს და ქუთაისელ სპორტის ქომაგებს ორივე სპორტული სანახაობის ხილვის შესაძლებლობა მისცემოდათ.

მატჩის დაწყებისას ფეხბურთელებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ცნობილი ქუთაისელი კალათბურთელის გელა დარსაძის ნათელ ხსოვნას...

მატჩის დებიუტიდანვე აშკარად გამოჩნდა, რომ მეტოქენი შემტევ სტილს ამჯობინებდნენ. საერთოდ, 9 გოლი ერთ შეხვედრაში იშვიათად გადის. მოწინააღმდეგეთა თავკაცებმა შეტევაზე ორიენტირებული შემადგენლობები გამოიყვანეს და ეს ყველაფერი საბოლოო შედეგზეც აისახა. მატჩი ორმხრივი შეტევებით და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. იყო მომენტები, როდესაც მოწანააღმდეგეებს პატარა “ჩავარდნები” ეწყებოდათ, რითაც მეორე მხარე სარგებლობდა კიდეც.

მე-13 წუთზე გორელთა კარში პენალტი დაინიშნა. ილია ლომიძემ საკუთარ საჯარიმოში ფანცულაია წააქცია და არბიტრმაც თერმეტმეტრიანი დანიშნა. კუხიანიძემ აუღელვებლად გადაგზავნა ბურთი მეკარისგან მარცხენა კუთხეში, მართალია შეყრილაძემ დარტყმის მიმართულება გამოიცნო, მაგრამ ბურთს ვეღარ მიწვდა და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0.

რამდენიმე წუთში ქუთათურებმა თავიანთი უპირატესობა გაზარდეს. ამ შემთხვევაშიც მთავარი როლი ფანცულაიამ ითამაშა, რომელიც გორელთა საჯარიმოში შეიჭრა, მეკარეს გაცდა და უმახვილესი კუთხიდან დაარტყა. გიორგის მცდელობაზე მის თანაგუნდელს ტუღუშს ჰქონდა დამატების შანსი, მაგრამ იგი ბურთს ვერ შეეხო და არც გახლდათ საჭირო, რადგანაც ბურთმა თავისით გადაკვეთა “დილას” კარის ხაზი – 2:0.

შეხვედრის 29-ე წუთზე სტუმრებმა პირველი გოლი გაიტანეს და ტაიმის ბოლომდე ისეთი აღმაფრენით ითამაშეს, წინ გასვლაც მოახერხეს. პირველი გოლი “დილას” მხრიდან გვალიამ გაიტანა, დაახლოებით 22 მეტრიდან. გორელთა ნახევარმცველმა პასი ტორპედოელთა საჯარიმოში მყოფი ილურიძისგან მიიღო. ლაშამ შეუჩერებლივ დაარტყა და მიგინეიშვილს შანსი არ დაუტოვა - 2:1.

მალე გორელებმა ქუთაისელთა ნახევარზე მშვენიერი რამდენიმესვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც აბურჯანიას გამოზომილი და ზუსტი დარტყმით დასრულდა. მიგინეიშვილის თავგანწირული ნახტომი ამაო გამოდგა – 2:2.

მე-40 წუთზე გორელიშვილს მიეცა “ტორპედოს” საჯარიმოში დარტყმის საშუალება. მიგინეიშვილმა ბურთი კი უკუაგდო, მაგრამ მისი კარის წინ მდგარმა არაბულმა თავით იყოჩაღა და ტაბლოზე პირველი ტაიმის ანგარიში - 2:3 დაფიქსირდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს. 54-ე წუთზე გრიგოლ დლიძემ ისეთი გოლი გაიტანა, რომელზეც ხელს მსოფლიოს ნებისმიერი ვარსკვლავი მოაწერდა. ქუთათურთა ნახევარმცველმა ბურთი აუტიდან მიიღო, “დილას” საჯარიმოში შეჭრილმა მახვილი კუთხიდან შეყრილაძეს აუღებელი დაურტყა და ბურთი “ცხრიანში” გაახვია – 3:3.

ქუთაისელთა სიხარული ნაადრევი გამოდგა. მე-60 წუთზე ისევ არაბულმა ითამაშა მასპინძელთა საჯარიმოში ხეირიანად, აჯობა დუელში გიორგი გურულს და ზუსტი დარტყმით დუბლი გაიფორმა – 3:4

69-ე წუთზე ქუთაისელთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ მედანზე ნიკა ფირცხალავა შეუშვა, რომელმაც თავისი გუნდის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა. სწორედ მისი ასისტენტობის წყალობით შეძლეს გატანა დარჩენილ დროში დოლიძემ და ფანცულაიამ. 71-ე წუთზე ნიკამ საჯარიმოში მყოფ დოლიძეს უპასა, რომელმაც ე.წ. “დაფარული” დარტყმა შეასრულა და შეყრილაძემაც მის ამ მცდელობას ვერაფერი მოუხერხა – 4:4.

ისე, მატჩის დასკვნით ნაწილში სტუმრებს დაღლილობა დაეტყოთ. შეხვედრას კი წერტილი ფანცულაიამ დაუსვა, რომელმაც დოლიძის მსგავსად დუბლი შეასრულა. ახალგაზრდა ფორვარდმა დიდებული პასი მიიღო ფირცხალავასგან, საჯარიმოს მიახლოებულმა შეყრილაძეს შორეულ კუთხეში დაურტყა და საკუთარი გუნდი დააწინაურა – 5:4. გიორგის ამ გოლმა კი “ტორპედოს” ბრინჯაოს მედლები ოფიციალურად გაუფორმა.

ვალდას ივანაუსკასი (“დილა”): “ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს, რაც ძალიან კარგია. ჩვენი ფინანსური მდგომარეობა არ გამოსწორებულა. არადა ვფიქრობ, რომ “დილას” დაკარგვით ქართული ფეხბურთი მნიშვნელოვნად დაზარალდება”.    

გურამ ასპინძელაშვილი (“ტორპედო”): “ისეთ განწყობაზე იყო გუნდი, მეტოქეს 6 გოლი რომ გაეტანა, ჩვენ ალბათ 7-ს გავიტანდით. ვულოცავ ქუთაისლებს “ტორპედოს” ბრინჯაოს მედლებს. მომავალში იმედია უკეთეს ადგილს დავიკავებთ”. 

 

“ტორპედო” – “დილა” 5:4 (2:3)

12 მაისი. 18:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 1000 მაყურებელი

“ტორპედო”: მიგინეიშვილი, რიგვავა, ზაზა ჭელიძე, გიორგი გურული, ტაბატაძე, ფანცულაია, გიგაური, კუხიანიძე, გიორგი დათუნაიშვილი (ფირცხალავა, 69),  დოლიძე (კაკუშაძე, 90), ტუღუში (მარკოზაშვილი, 61).

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

“დილა”: შეყრილაძე, გოგინაშვილი, ილია ლომიძე, ლაშა ლომიძე, არაბული, მნათობიშვილი (ხორგუაშვილი, 76), რამოსი, გვალია, ილურიძე, გორელიშვილი, აბურჯანია (მამუჩიშვილი, 87).

მთავარი მწვრთნელი: ვალდას ივანაუსკასი

გოლები: 1:0 კუხიანიძე (13, პენალტით), 2:0 ფანცულაია (17), 2:1 გვალია (29), 2:2 აბურჯანია (34), 2:3 არაბული (39), 3:3 დოლიძე (54), 3:4 არაბული (60), 4:4 დოლიძე (71), 5:4 ფანცულაია (81).

გაფრთხილება: ილია ლომიძე (13), ჭელიძე (44), გიგაური (56), ლაშა ლომიძე (88), ფანცულაია (90).

არბიტრი: ჯენერი ხორავა (ხობი)

 

I-VI ადგილებისთვის

ჩიხურა (საჩხერე) – დინამო (თბილისი) 2:4 (1:3)

გოლი: 1:0 ბესიკ დეკანოიძე (26), 1:1 პეტერ გრაიციარი (38), 1:2 ჩისკო (43), 1:3 გიორგი მერებაშვილი (45), 1:4 კოტო (57), 2:4 ედიკ საჯაია (85)

 

ზესტაფონი – ზუგდიდი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0, 2:0 თორნიკე გორგიაშვილი (29, 71)

 

ტორპედო (ქუთაისი) – დილა (გორი) 5:4 (2:3)

გოლები: 1:0 გიორგი კუხიანიძე (პენ, 13), 2:0 გიორგი ფანცულაია (18), 2:1 ლაშა გვალია (29), 2:2 გიორგი აბურჯანია (34), 2:3 ბაჩანა არაბული (40), 3:3 გრიგოლ დოლიძე (54), 3:4 ბაჩანა არაბული (60), 4:4 გრიგოლ დოლიძე (71), 5:4 გიორგი ფანცულაია (81)

 

1. დინამო (თბილისი) 31 23 6 2 82:22 75
2. დილა (გორი) 
31 21 2 8 56:26 65
3. ტორპედო (ქუთაისი) 31 18 7 6 53:29 61
4. ჩიხურა (საჩხერე) 31 17 6 8 49:34 57
5. ზესტაფონი 31 12 6 13 34:32 42
6. ზუგდიდი 
31 10 6 15 30:48 36

VII-XII ადგილებისთვის

სიონი (ბოლნისი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:2 (1:0)

გოლი: 1:0 დავით სვანიძე (7), 1:1 რევაზ გეწაძე (60), 2:1 ლადო ახალაია (86), 2:2 ზვიად ლობჟანიძე (90+1)

 

დინამო (ბათუმი) – კოლხეთი (ფოთი) 2:2 (1:1)

გოლი: 1:0 ბესიკ ჩიმაკაძე (29), 1:1 შალვა კვანტალიანი (40), 2:1 ბესიკ ჩიმაკაძე (59), 2:2 შალვა კვანტალიანი (68)

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მერანი (მარტვილი) 0:0

 

1. მეტალურგი (რუსთავი) 31 12 8 11 29:34 44
2. მერანი (მარტვილი) 
31 10 4 17 30:49 34
3. ვიტ ჯორჯია (თბილისი) 31 8 9 14 25:40 33
4. სიონი (ბოლნისი) 31 7 9 15 29:50 30
5. დინამო (ბათუმი) 31 7 7 17 38:55 28
6. კოლხეთი (ფოთი) 31 2 8 21 20:56 14

 

მეგოლეები:

 22 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)

 19 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)

 16 - საბა ლომია (1, “მერანი”)

 14 – ალვარო (“დინამო” თბილისი)

 12 - ბესიკ ჩიმაკაძე (1, “დინამო” ბათუმი)    

 11 - ირაკლი მოდებაძე (3, “დილა”)

 10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)

 9 - ლევან ხმალაძე (“დინამო”), გიორგი ბერიაშვილი (“ტორპედო”)

 8 - დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”)

 7 - ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი მერებაშვილი (ორივე -“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე, ნიკო კვასხვაძე (ორივე -“ჩიხურა”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი კუხიანიძე (4, “ტორპედო”)    

 6 – ელგუჯა გრიგალაშვილი (“ტორპედო”), მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), ბესიკ დეკანოიძე ("ჩიხურა"), რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის)

 5 - რომან ახალკაცი (“მეტალურგი”), ნათან ჟუნიორი, ბაჩანა არაბული  (ორივე - “დილა”), სანდრო გურული (1, “დინამო” ბათუმი), შალვა კვანტალიანი (“კოლხეთი”)        

 4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი, გრიგოლ დოლიძე  (ორივე - “ტორპედო”), ნიკა დიასამიძე, აკაკი მიკუჩაძე (3, “სიონი”), ელგუჯა ლობჟანიძე (“ვიტ ჯორჯია”), რევაზ გოცირიძე (“ჩიხურა”)

 3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი, ზვიად სიხარულია (ყველა - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი, ლაშა გვალია (ყველა - “დილა”), გიორგი ონიანი, ბექა ტუღუში, გიორგი ფანცულაია  (ყველა - “ტორპედო”), თორნიკე ბერიძე, ამირან მუჯირი (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი (“კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (ორივე - “ჩიხურა”), ირაკლი კლიმიაშვილი, დავით სვანიძე,  (ორივე - “სიონი”)

 2 – პეტერ გრაიციარი (“დინამო” თბილისი), ლევან კუტალია (1), ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი, ბოტი გოა დემელი (ყველა – “ზესტაფონი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე, ვალერი იობაშვილი, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე, გოგი ფიფია, რევაზ გეწაძე, ზურაბ მენთეშაშვილი (ყველა - “მეტალურგი”), მიხეილ გორელიშვილი, დათო კვირკველია (1) (ყველა - “დილა”), პაატა ცხვიტარია, გიორგი ბუხაიძე (1), ომარ გოგონაია (ყველა - “კოლხეთი”), ლაშა შერგელაშვილი (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე, გიგა ჟვანია (ყველა - “დინამო” ბათუმი), ლაშა გაბრიჩიძე, გურამ ადამაძე, გიორგი ვასაძე, გიორგი ჯანელიძე, ლევან კუხალეიშვილი, ირაკლი ღიბრაძე  (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), ზვიად ლობჟანიძე (“მეტალურგი”), ვლადიმერ უგრეხელიძე, გიორგი მანწკავა (ყველა - “სიონი”), ლაშა ჩიკვაიძე (“ჩიხურა”),  მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)

 1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, დათა სიჭინავა, პაპუნა ფონიავა (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი, გიორგი გველესიანი, კარლეს კოტო (ყველა – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე, გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, ვილი ისიანი, დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია, ლადო ახალაია, (ყველა - “სიონი”), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე, გიორგი რეხვიაშვილი (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ოთარ ჯავაშვილი (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე, ვალერი კაციტაძე, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია, გიორგი ილურიძე, გიორგი აბურჯანია (ყველა - “დილა”), ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა, ვიტორ როსინი (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია, ალექსანდრე კოშკაძე, ვაჟა ქორიძე (ყველა - “დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” Aაზერბაიჯანი), ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), გიორგი ქუცურუა, გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, გიორგი ჭედია (ყველა – უგუნდოდ)

 ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი,  გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

 ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

 -ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

 -ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

 -ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

 -ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

 -თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

 

გიორგი წურწუმია ქუთაისიდან

 

0.440847