ირანის ქალაქ რეშტში მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის მე-3 ტურში ქართველი ლევან ფანცულაია (2592) აზერბაიჯანელ აიაზ მამადოვს (2404) დაუზავდა და ლიდერობის დათმობა მოუხდა. ახლა, ფანცულაიას 2.5 ქულა აქვს და მე-10 ადგილზე იმყოფება.
ასეთივე მონაგარით მე-12 პოზიციაზე გადაინაცვლა გიგა ყუფარაძემ (2451), რომელმაც ასევე თეთრი ფიგურებით თანამემამულე აკაკი შალამბერიძეს (2330) სძლია.
10th Khazar Cup International Open Chess Tournament-ზე მოთამაშე დანარჩენ ქართველ მოჭადრაკეთა მდგომარეობა ასეთია: 21. ლუკა პაიჭაძე (2491) – 2.0; 24. შოთა აზალაძე (2403) – 2.0; 32. დავით ბენიძე (2516) – 2.0; 41. ვალერიან გაფრინდაშვილი (2400) – 2.0; 43. აკაკი შალამბერიძე (2330) – 1.5; 66. დავით ლომსაძე – 1.0; 84. გაიოზ ნიგალიძე – 1.0;
სამი ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით სომეხი ლევონ ბაბუჯიანი (2474), ირანელი ჰომაიონ ტოუფიგი (2444) და რუსი ოლეგ კორნეევი (2584) დაწინაურდნენ, რომელმაც ბოლო პარტიაში შავებით აზალაძეს სძლია.
მე-4 ტურში ცენტრალური კორნეევისა და ბაბუჯიანის დაპირისპირება იქნება. ინტერესს იწვევს ფანცულაიასა და ტოუფიგის პარტიაც.
ხაზარის თასის B ჯგუფში 3.0 ქულით ლიდერთა შორის იმყოფება სულხან სირბილაძე (1998), ხოლო პაატა მაჩაიძე (2050) 2.0 ქულით 82-ეა.