ჭადრაკი

13:54 | 8.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაია ტიტულთან ახლოსაა

მუმბაის საჭადრაკო ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ერთპიროვნული ლიდერი ქართველი ლევან ფანცულაია (2577) გახლავთ, რომელმაც 8 ტურში 7.0 ქულის მოგროვება მოახერხა.

ფანცულაიას 0.5 ქულით ბელარუსი ალეკსეი ალეკსანდროვი (2554) და ინდოელი შარმა ჰიმანშუ (2372) ჩამორჩებიან, შემდეგ კი 8 მოჭადრაკე მოდის, რომელთა აქტივშიც 6.0-6.0 ქულაა.

მათ შორის მიხეილ მჭედლიშვილი (2632) და მერაბ გაგუნაშვილიც (2562) იმყოფებიან, რომელთაც დამატებითი მაცვენებლებით, შესაბამისად, მე-5 და მე-9 ადგილები უკავიათ.

ინდური ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ლუკა პაიჭაძე (2544) 5.5 ქულით მე-14 საფეხურზე იმყოფება.

მე-9 ტურში ცენტრალური გაგუნაშვილის და ფანცულაიას დაპირისპირება იქნება, მჭედლიშვილი რაო პრასანას (ინდოეთი, 2427) ეთამაშება, პაიჭაძე კი – ვიკრამადიტა კულკარნის (ინდოეთი, 2352).

0.132025