ნახიჭევანის ტურნირის დასრულებამდე 2 ტური ადრე უაღრესად საინტერესო ვითარებაა შექმნილი. 5-5 ქულით ერთბაშად 8 მოჭადრაკე ლიდერობს, რომელთა შორის ვაჟთა შორის საქართველოს 2008 წლის ჩემპიონი ლევან ფანცულაიაც (2556) იმყოფება.
მე-7 ტურში ფანცულაიამ თეთრი ფიგურებით ბელარუსი სერგეი ჟიგალკო (2656) დაამარცხა, მომდევნო დაპირისპირება კი შავებით ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ გადირ გუსეინოვთან (აზერბაიჯანი, 2623)
ფანცულაიას და გუსეინოვის გარდა, ლიდერებში იგორ კურნოსოვი (რუსეთი, 2649), ალეკსეი ალეკსანდროვი (ბელარუსი, 2604), ელტაჯ საფარლი (აზერბაიჯანი, 2644), ალეკსანდრ შიმანოვი (რუსეთი, 2639), ალექსანდერ ხალიფმანი (რუსეთი, 2614) და ბარტლომეი მაჩიეია (პოლონეთი, 2608) იმყოფებიან.
აზერბაიჯანულ ტურნირზე კიდევ 4 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს, თუმცა მათ მედლებისთვის ბრძოლის შანსი აღარ აქვთ: 18. მიხეილ მჭედლიშვილი (2640) – 4.0 ქულა; 22. გიგა ყუფარაძე (2489) – 4.0; 28. ზურაბ ჯავახაძე (2448) – 4.0; 41. ბაჩანა მორჩიაშვილი (2377) – 3.0;
ნახიჭევანის შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 1 მაისს დასრულდება. საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 10 ათასს მიიღებს, სულ კი თანხა 30 მოწინავეზე გადანაწილდება.