“მონაკოს” ფორვარდ რადამელ ფალკაოს მადრიდის “რეალში” თამაში სურს და ამის გამო, რამდენიმე ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა. ამის შესახებ მადრიდული მედია იუწყება.
როგორც ირკვევა, ფალკაომ უარი “ლივერპულს”, “ტოტენჰემსა” და “ჩელსის” შეუთვალა. კოლუმბიელს იმედი აქვს, რომ კარიერას “სანტიაგო ბერნაბეუზე” განაგრძობს.
აღსანიშნავია, რომ “რეალი” ურუგვაელი ლუის სუარესის ტრანსფერზე მუშაობს, მაგრამ არაა გამორიცხული, “ლივერპულის” მეგოლე კატალონიის “ბარსელონამ” გადაიბიროს. ამ შემთხვევაში, “რეალი” ფალკაოზე გადაერთვება.