კოლუმბიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხოსე პეკერმანი, "მონაკოს" თავდამსხმელის რადამელ ფალკაოს მსოფლიოს ჩემპიონატზე წაყვანის საკითხს 2 ივნისს გადაწყვეტს.
"მოვიცდი ბოლო დღემდე, საათამდე და წუთამდე,” - განუცხადა BBC-ს არგენტინელმა სპეციალისტმა.
თავად ფეხბურთელი იმედს არ კარგავს და აღნიშნავს, რომ მუხლის აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს და მუნდიალზე ასპარეზობას შეძლებს.
თუ ფალკაოს ბედი დადებითად გადაწყდა, გულშემატკივრებს კოლუმბიელის მოედანზე ხილვის შესაძლებლობა 6 ივნისს იორდანიასთან ამხანაგურ მატჩში მიეცემათ.
რადამელ ფალკაომ ეროვნული ნაკრების მაისურით 49 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.
გიორგი ბალახაძე