ფეხბურთი

15:32 | 26.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაოც “მონაკოში”?

მადრიდის “ატლეტიკოს” კოლუმბიელი შემტევი რადამელ ფალკაო, დიდი ალბათობით, კარიერას ფრანგულ “მონაკოში” გააგრძელებს. ამ შესაძლო ტრანსფერზე ჯერ კიდევ ორი კვირის წინათ ალაპარაკდნენ, თუმცა მაშინ ფალკაომ ყველაფერი უარყო. ახლა კი Cadena Ser-ის ინფორმაციით, რადამელი და მისი აგენტი ჟორჟე მენდეში მონტე კარლოში ჩასულან შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად. ამ ინფორმაციას ფრანგული L’Equipe-ც ადასტურებს და ამატებს, რომ ტრანსფერი დაახლოებით 60 მილიონი ევრო დაჯდება. ამისდაკვალად, ფალკაო, შესაძლოა, ფრანგული ფეხბურთის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდეს. ასევე ცნობილი გახდა, რომ კონტრაქტი ხუთწლიანი იქნება და 27 წლის თავდამსხმელს წლიურად 10 მილიონ ევროს გადაუხდიან.

მონაკოელთა დამრიგებელმა, კლაუდიო რანიერიმ კი თქვა, რომ კლუბის რუსი მფლობელი დმიტრი რიბოლოვლიოვი მზადაა ამ ზაფხულს ტრანსფერებისთვის დიდი ფული დახარჯოს. “პორტუს” ფეხბურთელებში ჟოაო მოუტინიოში და ჯეიმს როდრიგესში უკვე გადაიხადეს 70 მილიონი ევრო. იტალიური La Gazzetta Dello Sport-ის კითხვაზე, არის თუ არა “მონაკო” ახალი “ჩელსი”, რანიერიმ მიუგო: იქნება. ჩვენს პრეზიდენტს დიდი გუნდის შექმნა აქვს გადაწყვეტილიო...

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.122112
სარეკლამო ადგილი - 99
X x X