ესპანელი ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა იმ თანხის ოდენობა, რომელსაც ამა წლის მაისში მადრიდის “ატლეტიკოდან” “მონაკოში” გადასული კოლუმბიელი ფორვარდი რადამელ ფალკაო ხელფასის სახით მიიღებს.
Marca-ს ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელს, რომლის ტრანსფერიც მონაკოელებს 60 მილიონი ევრო დაუჯდათ, ანაზღაურების სახით ყოველთვიურად 1,5 მილიონი ევრო ჩაერიცხება.
ფალკაომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასული სეზონის 34 მატჩში 28 გოლი გაიტანა.