ფეხბურთი

13:01 | 24.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაო თითქმის “რეალშია”

 

“მონაკოს” ფორვარდის – რადამელ ფალკაოს მადრიდის “რეალში” გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია. beIN SPORთ-ის ცნობით, კლუბებს შორის შეთანხმება შემდგარია და ტრანსფერი ოფიციალურად მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოცხადდება.

“რეალში” გადასვლის სურვილის გამო, ფალკაომ უარი “ლივერპულს”, “ჩელსისა” და “ტოტენჰემს” უთხრა. კოლუმბიელი წინადადებას “სამეფო კლუბისგან” ელოდა და მიიღო კიდეც.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფხულში, ფალკაო “მონაკოში” მადრიდის “ატლეტიკოდან” გადავიდა.

0.126527