ფეხბურთი

17:02 | 26.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაო, შესაძლოა "იუვენტუსმა" იჯარით აიყვანოს

იტალიური მედიის ცნობით, უახლოეს 48 საათში, კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და "მონაკოს" თავდამსხმელი რადამელ ფალკაო, შესაძლოა ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ფალკაოს და ანხელ დი მარიას აგენტი ხორხე მენდეშია. არგენტინელი ფეხბურთელის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ, მენდეში მონტე კარლოში გაფრინდა, რათა კლუბის პრეზიდენტთან ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკება აწარმოოს.

ცნობილი ხდება, რომ "ბიანკონერი" კოლუმბიელს ერთწლიანი იჯარით აიყვანს და "მონაკოს" 8 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო ფალკაოს ხელფასი 12 მილიონი ევრო იქნება.

მოგეხსენებათ, ფალკაოს საფრანგეთში დარჩენა სურს და აღნიშნული ინფორმაცია, ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.

გიორგი ბალახაძე

0.117241