კოლუმბიის ნაკრებისა და “მონაკოს” ფორვარდი რადამელ ფალკაო კრივში ვარჯიშობს და ეს ეხმარება ტონუსში შესასვლელად. როგორც იცით, ფალკაომ სამი თვის წინ მუხლის ოპერაცია გაიკეთა. იყო ვარაუდი, რომ კოლუმბიელი ვარსკვლავი მსოფლიოს ჩემპიონატამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებდა, თუმცა თავად ფეხბურთელი ირწმუნება, მუნდიალზე აუცილებლად ვითამაშებო.
ფალკაო ამბობს, ცნობილ ფილმ “როკიში” როკი ბალბოას პერსონაჟი ძალიან მხიბლავს და სწორედ მისი მეთოდით ვვარჯიშობო. ამასთან, სწორედ იმ მუსიკის თანხლებით ვარჯიშობს, რომელიც “როკი-4”-შია: Survivors – burning heart.