“მონაკოს” თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ უახლოეს მომავალში კლუბის გამოცვლას არ გეგმავს. ფეხბურთელი მადრიდის “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, “სამეფო კლუბი” კოლუმბიელ ფორვარდთან სატრანსფერო მოლაპარაკებას მომავალ ზაფხულში განაახლებს.
“ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა “რეალის” პრეზიდენტისგან ასეთი სიტყვების მოსმენა, მაგრამ სულ სხვა გეგმები მაქვს. “მონაკოში” თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ და არც ერთ სხვა კლუბზე არ ვფიქრობ. ამრიგად “რეალზე” ლაპარაკიც ზედმეტია” – უთხრა ფალკაომ Goal.com-ს.