კოლუმბიის ეროვნული ნაკრებისა და “მონაკოს” ტრავმირებული ფორვარდი რადამელ ფალკაო მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს. სამხრეთამერიკელის პირადმა ქირურგმა ხოსე კარლოს ნორონიამ განაცხადა, რომ თავდამსხმელის მკურნალობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და სანერვიულო არაფერია.
“ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია, მაგრამ ფალკაო ნამდვილად სწორ გზას ადგას. ის ძალიან სწრაფად იბრუნებს ფორმას. მჯერა, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს. კოლუმბიელებს მღელვარების მიზეზი არ აქვთ”, - განუცხადა ნორონიამ L’Equipe-ს.
შეგახსენებთ, რომ ფალკაომ მუხლის მძიმე ტრავმა შემოდგომაზე მიიღო და ექიმთა თავდაპირველი პროგნოზით, თავდამსხმელს მუნდიალი უნდა გამოეტოვებინა.