“მონაკოსა” და კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ტრავმირებული ლიდერი რადამელ ფალკაო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაშის იმედს არ კარგავს.
“აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს. პროგრესით კმაყოფილი ვარ. ყველაფერი იმაზე უკეთაა, ვიდრე ველოდით და იმედია, ასეც გაგრძელდება. გამოჯანმრთელებას დრო სჭირდება. მუხლზე ყოველ წამს ვფიქრობ და საჭირო პროცედურებს ვასრულებ. მთავარია, გამოვჯანმრთელდე და მუნდიალზე გავემგზავრო. ეს ძალიან მინდა”, - განუცხადა ფალკაომ ფრანგულ მედიას.
შეგახსენებთ, რომ იანვარში, ფალკაოს მუხლქვეშა მყესები გაუწყდა და მას შემდეგ უქმადაა.