კოლუმბიელმა თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ, რომელიც ახლახან ოფიციალურად დატოვა მადრიდის “ატლეტიკო” და “მონაკოსთან” გააფორმა კონტრაქტი, ფრანგულ გამოცემებთან ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების სურვილზე ისაუბრა.
“ძალიან კმაყოფილი ვარ ნდობით, რომელიც“მონაკომ” გამომიცხადა. ეს კლუბი ახლა უდიდეს პროექტს უყრის საფუძველს. ამ პროექტში მეც უნდა მივიღო მონაწილეობა. მიზანი კი ევროპული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნება და მთავარი საკლუბო მწვერვალების დაპყრობაა. დარწმუნებული ვარ, წინ ძალიან საინტერესო თამაშები და სეზონები გველის” – განაცხადა ფალკაომ.