ფეხბურთი

13:01 | 19.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაო “მონაკოში” დარჩება

“მონაკოს” ტრავმირებულმა ფორვარდმა რადამელ ფალკაომ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კლუბის შეცვლას არ გეგმავს. 28 წლის კოლუმბიელი საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონთა რიგებში, სულ ცოტა, მომდევნო სეზონს გაატარებს.

“შემდეგ სეზონში “მონაკოს” ღირსებას დავიცავ. ეს საკითხი არც განიხილება. მინდა გუნდს ჩემპიონობის მოპოვებაში დავეხმარო”, - განუცხადა თავდამსხმელმა ერთ-ერთ ფრანგულ ტელევიზიას.

შეგახსენებთ, რომ იანვარში, ფალკაოს მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა და მას შემდეგ უქმადაა. ტრავმის გამო, კოლუმბიელმა “მონაკოში” მხოლოდ 17 მატჩის ჩატარება მოასწრო, სადაც 9 გოლით გამოირჩა.

 

0.115422